воскресенье, 15 октября 2017 г.

საწყისი


პორტფოლიო

დააჭირე აქ და ნახე ჩემი პორტფოლიო

მოსწავლის ნიმუში


8მოდულის რეპლექსია

ამ მოდულში "ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ერთად წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ განვსაზღრეთ ჩვენი ნამუშევრის გაზიარების დადებითი მხარეები და ვემზადებით პრეზენტაციისათვის ჩვენი კოლეგებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ მათ.

вторник, 10 октября 2017 г.

მეშვიდე მოდულის რეფლექსია


ამ მოდულის გაცნობის შემდეგ მოვახდინეთ პორტფოლიოს გადახედვა, შევიტანე კორექტირება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კოლეგების შეფასებები და რეკომენდაციები.

воскресенье, 8 октября 2017 г.

მეექვსე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში გავაცნობიერე როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესში, რათა გაკვეთილები გამოვიდეს უფრო საინტერესო მოსაწავლეებისთვის, ასევე შეფასებებისათვის.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.ამ  ტრენინგის  საშუალებით  გავეცანი  და  გავაცნობ  მოსწავლეებს  საავტორო  უფლებების  კანონმდებლობას  და  რესურსების  სამართლიანი  გამოყენების  წესებს.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

დღევანდელი რეფლექსია იყო საინტერესო და სახალისო, ამ მოდულის  გამოყენებით მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილს შევთავაზებ, აუცილებლად გამოვიყენებ ასეთ პრეზენტაციებს შეძლებისდა გვარად.

X მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდფენიმე თვალსაზრისით, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება სასწავლო პროცესში მეხმარება მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებაში.

четверг, 5 октября 2017 г.

მეორე მოდულის რეფლექსია

 ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების და  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...“ 
სასწავლო პროცესში მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება, 
მოსწავლეების მიერ სასწავლო თემატიკის სიღრმისეული სწავლება, აფასებს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს.
ჩართულია შეფასების პროცესში, აგრეთვე ხდება მოსწავლეთა საჭიროების დადენა, წახალისება პროცესის მონიტორინგისათვის.



მესამე მოდულის რეფლექსია


ეს მოდული დამეხმარა პროექტის გეგმის გაცნობაში, ასევე მომავალში ხელს შემიწყობს დავგეგმო პროექტი და აქტიურად ჩავრთო მოსწავლეები, რომლებიც გამოიმუშავებენ კარგ თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ინიციატივის გამოჩენის უნარებს. 
რაც მთავარია დაეხმარება სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში, მნიშვნელოვანი თემის სიღრმისეულად სწავლაში.

понедельник, 25 сентября 2017 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში

ვიყო თანამედროვე  მასწავლებელი , ნიშნავს  ვიყო  სიახლეებზე  ორიენტირებული .
 ვფლობდე  21  საუკუნისათვის საჭირო  უნარ-ჩვევებს,რათა  მოსწავლეები  განათლების თანამედროვე მოთხოვნებს  ვაზიარო.  ნიშნავს  ვიყო  აქტიური  და დავეხმარო  მომავალ თაობას ,რათა არ ჩამორჩნენ თანამედროვე სამყაროს  მარად  განვითარებად ტენდენციებსა და ცხოვრების რიტმს.    ეს  მოდული   ,,ინტელის  ტრენინგი"    რომელსაც  ბატონი  დათო  მალანია   გვიტარებს  გვიკვლევს  გზას  ამ  მიმართულებით . 
  ტრენინგზე  მიღებული  ცოდნა  და გამოცდილება  ,,ინტელის ძირითადი კურსი  პროექტებით  სწავლება "   დამეხმარება  სასწავლო  ღონისძიებების  დაგეგმვის   პროცესში .   




воскресенье, 30 октября 2016 г.

პროექტი


  1.  პროექტის სახელი: ჩემი კუთხის ცნობილი ადამიანები
  2. პროექტის მთავარი იდეა. ჩვენს გვერდით ბევრი ისეთი ღირსეული ადამიანია, რომელიც მრავალ სასიკეთო და ღირსეულ საქმეს აკეთებს, მათი მოღვაწეობის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, კარგი იქნებოდა მათი საქმიანობა გამოგვეტანა სააშკაროზე და ჩემი პროექტის დახმარებით ისინი საზოგადოებისათვის გაგვეცნო.
  3. პროექტის აქტუალობა:ის მივიწყებული ადამიანები რომლებსაც დიდი დამსახურება მიუძღვით ქვეყნის წინაშე, არ შეიძლება მიეცეს დავიწყებას  და აუცილბებლია მათი  ისტორია ,თუნდაც მოკლე ყველა ამ კუთხეში თყ ქვეყამნაში მცხორებმა იცოდეს.
  4.  პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია  ბავშვების მიერ ისეთი ადამიანების მოძიება, რომლებიც დღესდღეობით ,,ჩრდილში" დგანან ,საზოგადოება ცოტამ თუ იცის  რამ მათი ღირსებების შესახებ .მათს შესახებ ინფორმაციის მოძიებით დაა ინტერნეტში განთავსებით ,ისინი წარმოჩინდებიან საზოგადოების წინაშე ,მათი ცხოვრების შესწავლით მოსწავლეები შეძლებენ ამ ადამიანების წარმატებების და პრობლემების გათავისებას, წარმატებები ბავშვებს გზამკვლევად და მაგალითის მიმცემად გამოადგებათ ცხოვრებაში ,ამასთანავე  დაიწყებენ მათი პრობლემების მოსაგვარებლად გზების ძიებას .გაიღრმავებენ ი.ს.ტ.-ს ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.
  5.  მონაწილეების ასაკი/ კლასები: VIII – X კლასი                                                                     ვადები/ხანგრძლივობა: 2016 წლის 5ნოემბრიდან - 2016 წლის 26 ნოემბრამდე
6.      პროექტის შესაძლო აქტივობები: ღვაწლმოსილ ადამიანებთან შეხვედრა, ინტერვიუს აღება, კვლევა, სურათების გადაღება, სტენდებისა და ფოტოალბომების შექმნა, მასალების განთავსება ინტერნეტში.
7.      მოსალოდნელი შედეგები: ღირსეული ადამიანების შესახებ ცნობების ელექტრონული ვერსია, შემოქმედებითი პრეზენტაციები. გაიცნობენ სხვადასხვა კუთხის ცნობილ და ღირსეულ ადამიანებს.
9      ..სამუშაო  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართულ ენა და ლიტერატურასთან, ისტორიასთან, გეოგრაფიასთან.                                      
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში :1.ისტორიაში (ღირსეულ ადამიანებთან შესახვედრად ესტუმრებიან თავისი ქვეყნის თავისი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს ). 2.გეოგრაფიაში 
 (შეისწავლიან სხვადასხვა კუთხეების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას ).
ქ3.ქართული ენა და ლიტერატურა ( შეიძენენ ინტერვიუს აღების უნარებს , გაიუმჯობესებენ წერისა და კითხვის ჩვევებს,გამოუმუშავდებათ კვლევის , დისკუსიების გამართვის უნარი.
 პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო კვარაცხელია
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: kvaracxelianino8@gmail.com
    
 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: cnobiliadamianebi.blogspot.com











შეფასების სქემა





კომპონენტი
დაბალი
1-2
საშუალოზე დაბალი
3-4
საშუალო
5-6
საშუალოზე მაღალი
7-8
მაღალი
9-10
ურთიერთგაზიარების და მოსმენის უნარი
არ აქვს გაზიარების უნარი
უჭირს მოსმენა და გაზიარება
ცდილობს გამოავლინოს გაზიარების და მოსმენის უნარი
შეუძლია მაგრამ სრულყოფილად ვერ ავლენს მოსმენისა და გაზიარების უნარს.
თავისუფლად შეუძლია და აქვს მოსმენისა და ურთიერთგაზიარების უნარი.
მსჯელობა, ანალიზი საკუთარი აზრის დასაბუთება
არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, ვერ მსჯელობს.
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. უჭირს საკუთარი აზრის დასაბუთება.
ცდილობს საკუთარი აზრის დასაბუთებას.
გამოთქვამს საკუთარ აზრს, მსჯელობს, თუმცა უჭირს ანალიზი.
შეუძლია არგუმენტებით მსჯელობა და საკუთარი აზრის დასაბუთება. აკეთებს ანალიზს.
დავალების სწორად გააზრება
ვერ იაზრებს დავალებებს, რადგან არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
უჭირს დავალების გააზრება
ცდილობს დავალებების გააზრებას მასწავლებლის დახმარებით.
შეუძლია დავალების გააზრება, თუმცა აქვს ხარვეზები.
შემოქმედებითად, გააზრებულად ასრულებს ყველა სახის დავალებას.
შენიშვნების გათვალისწინება და შესწორება
არ აქვს დავალება და შენიშვნებიც არ ესაჭიროება.
არ შეუძლია მიიღოს შენიშვნები და არც ითვალისწინებს.
უჭირს შენიშვნების მიღება და არაკორექტულია. ზოგჯერ ითვალისწინებს.
ითვალისწინებს მასწავლებლის მიერ მიცემულ შენიშვნებს.
იღებს და ითვალისწინებს ყველა სახის შენიშვნებს, იყენებს საკუთარ საქმიანობაში.

пятница, 14 октября 2016 г.

გაკვეთილის გეგმა სამოქალაქო განათლებაში

თემა:  რას ნიშნავს იყო სახელმწიფო მოქალაქე?
მიზანი:  მოსწავლე შეძლებს აღწეროს საქართველოს მოქალაქეობის  საფუძვლები და შეადგინოს ასაკობრივ დროის ხაზზე, რათა მიუთითოს მასზე საქართველოს მოქალაქის ძირითადი უფლებები,მოვალეობები და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები.ინფორმაციის მიღებისა და გააზრების, მსჯელობის, დასკვნების გაკეთებისა და წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
IX.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

  • აღწერს საქართველოს მოქალაქეობის საფუძვლებსა და პირობებს.
  • ადგენს ასაკობრივ დროის ხაზს, რომელზედაც მიუთითებს საქართველოს მოქალაქის ძირითად უფლებებს, მოვალეობებსა და შესაბამის პასუხისმგებლობებს.

გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა 1:  გონებრივი იერიში(5წუთი)
მოსწავლეებს დაუსვამ  შეკითხვას რას ნიშნავს მოქალაქე, არიან თუ არა ისინი საქართველოს მოქალაქეები., რა იციან მათი უფლებების შესახებ.

აქტივობა 2. მინი ლექცია - მოსწავლეებს ვესაუბრები მოქალაქის უფლებებზე და მოვალეობებზე
აქტივობა 3. მოსწავლეები ადგენენ ა.კ.რ. ,,მოქალაქის" ირგვლივ
აქტივობა 4:კითხვის დასმა, მოსწავლეები ახალი გაკვეთილის გარშემო  დაუსვამენ ერთმანეთს შეკითხვებს.
საშინაო დავალება: წერილობით ჩამოაყალიბეთ რა მოვალეობები გაქვთ საკუთარი აზრის გამოთქმისას და სხვისი აზრის მოსმენის დროს?
შეფასება:განმსაზღვრელი, ჩართულობის რუბრიკა, რეფლექსია
სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელო, ნ. ტალახაძე, გამომცემლობა სიდი, დამხმარე სახელმძღვანელო ,,როგორ გავხედე აქტიური მოქალაქე" - ავტ: ნ. ბესელია,  ფოტომასალა

გამარჯობა მსოფლიო

მოგესალმებით ყველას ! გილოცავთ სვეტისცხოვლობას ამ დღის მადლი შეგეწიოთ! )))